გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:03 / 29 სექტემბერი 2016

გიგი წერეთელი ხარებავას ქუჩის მოსახლეობას ესტუმრა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის N49-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ქუთაისში, ხარებავას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. 

მოსახლეობამ კანდიდატს მათთვის მნიშვნელოვანი სოციალურ/ეკონომიკური საკითხები გააცნო და აღნიშნეს, რომ მთავარი პრობლემა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მათთვის შეჩერებული სოციალური დახმარებაა, ასევე უმუშევრობა; საცხოვრებელ კორპუსებში სახურავების პრობლემა და მედიკამენტების მაღალი ფასი.

ამასთან, შეხვედრისას გიგი წერეთელი ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანას შეძელბს.

ქუთაისის N49 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.