გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:12 / 26 სექტემბერი 2016

გიგი წერეთელი თაბუკაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის 49-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები მოინახულა და მათ პრობლემებს გაეცნო.

მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე -  სამუშაო ადგილების შექმნა; მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერებაზე ისაუბრა.

ამასთან, შეხვედრისას გიგი წერეთელმა ადგილობრივებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა გააცნო და მოსახლეობას არჩევნებში მათთან ერთად გამარჯვება უსურვა.