გიგი წერეთელი ე.წ. გორა საქუსლიას მოსახლეობას შეხვდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის 49-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა ე.წ. გორა საქუსლიას მოსახლეობა მოინახულა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ადგილობრივები კანდიდატს სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემებზე ესაუბრნენ. მათი თქმით, ძალიან უჭირთ სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენა, ასევე მათთვის დიდ პრობლემას სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერება; უმუშევრობა და წყალ-კანალიზაციის მძიმე მდგომარეობა წარმოადგენს.
ამასთან, შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს ენმ-ის საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც ნოემბრიდან პენსიონერებისათვის პენსიის 50 ლარით მატებასა და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სტატუსის აღდგენას ითვალისწინებს.
მოსახლეობამ გიგი წერეთელს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნებში გამარჯვება უსურვა.