გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:06 / 1 ოქტომბერი 2016

გიგი წერეთელი დადიანის ქუჩის მოსახლეობას ესტუმრა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის N49-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ქუთაისში, დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემებს გაეცნო. 

მოსახლეობის მთავარი პრობლემა ქართული ოცნების მიერ მათთვის შეჩერებული სოციალური დახმარება; უმუშევრობა; სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებზე გაზრდილი ფასი; მოუწესრიგებელი საცხოვრებელი კორპუსების სახურავები და გზაა.

შეხვედრისას გიგი წერეთელი ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანას შეძელბს.

ქუთაისის N49 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.