გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:33 / 21 თებერვალი 2017

განცხადება, რომ საქართველო ტერორისტების ექსპორტიორია, უვიზო მოგზაურობის ამოქმედებას ხელს შეუშლის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმღვანელის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლების დუმილი, უკიდურესად შემაშფოთებელია.

როგორც პარტიის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა,  ლავროვის აღნიშნული განცხადებაზე ადეკვატური იქნებოდა სიგნალის დაფიქსირება, რომ ყველანაირი მოლაპარაკებები რუსეთთან შეჩერდება.

„გუშინ, მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებთან დაკვაშირებით მინდა ავღნიშნო - პირველ რიგში ძალზედ შემაშფოთებელია, რომ ამ დრომდე ჩვენ არ მოგვისმენია ამ განცხადებაძე ოფიციალური თბილისის კომენტარი.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ცალსახად ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომში და ეს ახალი არაა. თუმცა, ამჯერად, ლავროვი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო რეალურად წარმოადგენს საფრთხეს ტერორიზმისა და დანაშაულის ექსპორტის მხრივ.

ამ განცხადებით მან თქვა, რომ საქართველო რუსეთთან უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებს, რადგან ქვეყანაში  რელურად არსებობს დანაშაულისა და ნარკოტიკის ტრეფიკინგის საფრთხე. ამავდროულად, მან პირდაპირ დაადო ხელი საქართველოს, როგორც ტერორისტების ექსპორტის წყაროს. და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ დღე-დღეზე უნდა დავიწყოთ უვიზოდ მოგზაურობა ევროპაში.

საქართველოს მხრიდან ამ განცხადებას უნდა მოჰყოლოდა მკაცრი რეაქცია. მაგალითად - კარასინი-აბაშიძის შეხვედრა იქამდე არ შედგება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ისეთი განცხადებების კეთებას, რომელიც დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ევროპაში.“