გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:13 / 26 ივნისი 2020

ესაა ხელისუფლების მიერ წახალისებული ქმედება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გორში, პარტიის ოფისის დარბევის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ესაა ხელისუფლების მიერ წახალისებული ქმედება.


„დღეს, 09:30 საათზე, ხელისუფლების მიერ წახალისებულმა და მათ მიერ მოგზავნილმა ბოროტმოქმედებმა, მეოთხედ დაარბიეს გორში, ჩვენი პარტიის ოფისი. ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია ავეჯი და ტექნიკა. მეტიც, ოფისთან დანით შეიარაღებული პირი იდგა ჩვენი პარტიისა და რეგიონალურ ოფისში მომუშავე ადამიანების მისამართით იმუქრებოდა.

ამ ბარბაროსულ აქტზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. არცერთი ადამიანი არ და ვერ გაბედავდა ოფისის დარბევას ეს რომ პირდაპირ შეკვეთილი და წახალისებული არ იყოს ოცნების მხრიდან. ყველა ფაქტი, იქნება ეს თავდასმხმა ოფისზე, ჩვენს წევრებზე თუ ლიდერებზე, სიცრუის და ცილისწამების ტალღა, რომელიც სახელისუფლებო საინფორმაციო წყაროებიდან მოდის, ოცნების მიერ წარმოებული ზიზღის კამპანიის ნაწილია. მათი მიზანია გაანადგურონ მთავარი ოპოზიციური პარტია და ხელი შეუშალონ მოახლოებულ არცევნებში.

ეს ისტერიული ქმედებები ნათლად აჩენს, რომ ხელისუფლება განწირულია და მათ იციან რა სავალალო მდგომარეობაში არიან. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, ნუ მისცემთ უფლებას ხელისუფლებას წაგართვან ხმა და ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანა ნორმალური, ცივილური დემოკრატიის განვითარების გზას დაუბრუნდეს.“ - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.