გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:36 / 25 აპრილი 2016

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, სენაკის პარტიის წარმომადგენლები, სოფელ კოტიანეთში, მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"   სენაკის  ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა კუჭავა და   საკრებულოს წევრი  ბორის სოსელია, ძველი სენაკის თემის სოფელ კოტიანეთში  სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდნენ, ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

"ხალხს აქ უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აქვს,  "ქართული ოცნების " ხელისუფლების ადგილობრივი წევრები მხოლოდ პრემიებზე და დანამატებზე ფიქრობენ ნაცვლად იმისა , მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის  მოგვარებაზე იზრუნონ.  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის"  გამარჯვების შემდეგ, ჩვენ სენაკის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს სწორედ ხალხის პრობლემების მოგვარებისაკენ მივმართავთ " -  განაცხადა   ლაშა კუჭავამ