გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:44 / 30 ნოემბერი 2012

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' პარტიის განახლების კონცეფციაზე მუშაობს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის პარტიის განახლების კონცეფციის შემუშავება. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ვანო მერაბიშვილი მართავს შეხვედრებს პარტიის წევრებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ექსპერტებთან.

შეხვედრების მიზანი არის, ერთი მხრივ, მოხდეს პარტიის მიერ არსებობის მანძილზე დაგროვილი გამოცდილების სისტემატიზირება და შეჯამება, ხოლო, მეორე მხრივ, განხორციელდეს ახალი იდეების გენერირება.

გარდა ამისა, პარტიის განახლების კონცეფციის საფუძველზე მოხდება პარტიის შემადგენლობის გადახალისება და ახალი სახეების წარმოჩენა.