გაზიარება
UNM UNM
მედია - 20:41 / 20 ივნისი 2016

ერთი დღე შავშვების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ ბავშვებთან

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის რეგიონალური ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი და გორის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები შავშვების დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდნენ და ერთი დღე ბავშვებთან ერთად გაატარეს.

,,ახალგაზრდებთან  ერთად გადავწყვიტეთ ერთი დღე გაგველამაზებინა შავშვების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ პატარებისთვის.  მინდა ვუსურვო ამ ბავშვებს  მალე დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სახლებში, სამაჩაბლოში,  საიდანაც ისინი არიან დევნილები." - ბადრი ბასიშვილი