გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:51 / 5 იანვარი 2017

ენმ-ის თავმჯდომარეების და კანდიდატების მეორე ნაწილი: ყრილობა ლეგიტიმურია

მოგეხსენებათ, 30 ნოემბერს გაიმართა ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა მასშტაბური - 7000 კაციანი ყრილობის მოწვევის გადაწყვეტილება. რეგიონული და თბილისის პარტიული ორგანიზაციების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და ამჟამად ყრილობისთვის მზადება დასკვნით ფაზაშია. დღეისათვის უკვე ცნობილია ყრილობის 5000-მდე დელეგატის ვინაობა. სამწუხაროდ, პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა როგორც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, ისე პარტიის წევრების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და მიზნად დაისახა მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟი. აღნიშნულმა ჯგუფმა, საკუთარი პოზიციების შენარჩუნების მიზნით, გადაწყვიტა განახლების და დემოკრატიული განვითარების პროცესის შეფერხება. ეს ადამიანები უგულებელყოფენ იმ ღირებულებებს, რაზეც მუდამ იდგა ჩვენი მოძრაობა და მიუღებელი მეთოდებით ცდილობენ მხარდამჭერების ნების წინააღმდეგ მოქმედებას. განსაკუთრებით დასანანია, რომ ხსენებული მცირე ჯგუფი მუდმივად საჯაროდ, მათ შორის, ოფიციალურ დოკუმენტებში ცდილობს არალეგიტიმურად წარმოაჩინოს ყრილობა და განიხილავს შესაძლებლობას, მიმართოს ივანიშვილი-ურთმელიძის სასამართლოს საკუთარი პარტიის წინააღმდეგ. ნაციონალური მოძრაობა არის იმ ათი ათასობით წევრისა და 500 ათასზე მეტი მხარდამჭერის პარტია, ვინც ამ ოთხი წლის განმავლობაში გახდა პოლიტიკური დევნის, ძალადობის, მუქარის და შანტაჟის სამიზნე და მიუხედავად ამისა, არის ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის წინა ხაზზე. ამ ადამიანებს ვერავინ წაართმევს უფლებას ჩაატარონ დემოკრატიული, მრავალათასიანი ყრილობა და გადაწყვიტონ პარტიის მომავალი. ჩვენ, თბილისის და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად ვმართავთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ, ევროპული ტიპის, მასშტაბურ ყრილობას. მისი ჩატარებისთვის ხელის შეშლა ჩვენი ასი ათასობით ამომრჩევლის ნების უგულებელყოფის მცდელობაა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. 20 იანვარს ნაციონალური მოძრაობა კვლავ ჩადგება საერთო სახალხო მოძრაობის სათავეში. საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები და მაჟორიტარობის კანდიდატები: თბილისი - ნიკანორ მელია(თავმჯდომარე) მთაწმინდა - ნიკა რურუა(კანდიდატი) მთაწმინდა - ლაშა იმერლიშვილი(თავმჯდომარე) ვაკე - პეტრე ცისკარიშვილი(კანდიდატი) კრწანისი - ლილე ლიპარტელიანი(თავმჯდომარე) ვაზისუბანი/მე-8 ლეგიონი - გიორგი ონიანი(თავმჯდომარე/კანდიდატი) ლილო-ორხევი - ბესო გაზდელიანი(თავმჯდომარე) ვარკეთილი - ირაკლი ნადირაძე(კანდიდატი) ვარკეთილი - შოთა გრიგოლია(თავმჯდომარე) ჩუღურეთი - ირაკლი ჩოლოყაშვილი(კანდიდატი) თემქა - ლერი დემეტრაშვილი(თავმჯდომარე/კანდიდატი) სანზონა - მამუკა გუგეშაშვილი(კანდიდატი) ნაძალადევი - მურმან თხელიძე(თავმჯდომარე/კანდიდატი) ავჭალა - ალეკო ჩაფიჩაძე(თავმჯდომარე/კანდიდატი) მუხიანი - გიორგი ბარამიძე(კანდიდატი) საგარეჯო - გარსევან ბუხნიკაშვილი(თავმჯდომარე) სიღნაღი - ლევან ბეჟაშვილი(თავმჯდომარე/კანდიდატი) დედოფლისწყარო - ლევან ბაღაშვილი(თავმჯდომარე) ლაგოდეხი - გურამ კაკალაშვილი(თავმჯდომარე/კანდიდატი) თელავი - გიორგი ბოტკოველი(თავმჯდომარე/კანდიდატი) ახმეტა - შაქრო ტერტერაშვილი(თავმჯდომარე/კანდიდატი) ყვარელი - ზვიად დუშმანაშვილი(თავმჯდომარე) რუსთავი - დავით კირკიტაძე(კანდიდატი) გარდაბანი - რამინ ბაირამოვი(თავმჯდომარე/კანდიდატი) ბოლნისი - სამირა იმაილოვა(თავმჯდომარე/კანდიდატი) დმანისი - ბაკურ მგელაძე(თავმჯდომარე/კანდიდატი) წალკა - ემზარ დიმიტრაძე(თავმჯდომარე) თეთრიწყარო - თამარ დალაქიშვილი(თავმჯდომარე) თეთრიწყარო - ნუგზარ წიკლაური(კანდიდატი) კასპი - ნუგზარ ნონიაშვილი(თავმჯდომარე/კანდიდატი) გორი - ალექსანდრე გოგლიძე(კანდიდატი) ქარელი - ილია ბურჯანაძე(თავმჯდომარე/კანდიდატი) ხაშური - როინ მახარობლიძე(თავმჯდომარე/კანდიდატი) ონი - ნოდარ ბურდილაძე(თავმჯდომარე) ამბროლაური - ამირან ლომთაძე(თავმჯდომარე) ცაგერი - ნინო ტვილდიანი ლენტეხი - მურმან მუკბანიანი(თავმჯდომარე) ამბროლაური - ოთარ სირაძე(კანდიდატი) ხარაგაული - თორნიკე ავალიშვილი(თავმჯდომარე) თერჯოლა - ტარიელ ფანჩულიძე(თავმჯდომარე) საჩხერე - ზურაბ ცერცვაძე(თავმჯდომარე/კანდიდატი) ზესტაფონი - გელა სხილაძე(თავმჯდომარე) ბაღდათი - გიორგი რობაქიძე(თავმჯდომარე/კანდიდატი) ვანი - პაატა ლეჟავა(თავმჯდომარე) სამტრედია - ემზარ შუბლაძე(თავმჯდომარე) სამტრედია - მერაბ ჯანელიძე(კანდიდატი) ჭიათურა - პროკოფი(გოგი) ჩიკვილაძე(თავმჯდომარე/კანდიდატი) წყალტუბო - მამუკა საღარეიშვილი(თავმჯდომარე/კანდიდატი) ტყიბული - დავით ქათამაძე(თავმჯდომარე) ოზურგეთი - დავით მჟავანაძე(თავმჯდომარე/კანდიდატი) ლანჩხუთი - კახა ასკურავა(თავმჯდომარე) ჩოხატაური - დიმიტრი კორიფაძე(თავმჯდომარე) აბაშა - დავით დარცმელიძე(თავმჯდომარე) სენაკი - ლაშა კუჭავა(თავმჯდომარე) წალენჯიხა - ავთანდილ გაბელია(თავმჯდომარე) ჩხოროწყუ - რამაზ გულუა(თავმჯდომარე) ზუგდიდი - სანდრა ელისაბედ რულოვსი(კანდიდატი) ზუგდიდი - ლევან კონჯარია(კანდიდატი) ბათუმი - გიორგი კირთაძე(თავმჯდომარე/კანდიდატი) ბათუმი - მირდატ ქამადაძე(კანდიდატი) ბათუმი - თემურაზ დუმბაძე(კანდიდატი) ქობულეთი - ელგუჯა ბაგრატიონი(თავმჯდომარე) ქობულეთი - ჯანსუღ ჯინჭარაძე(კანდიდატი) ხელვაჩაური - თეიმურაზ დუმბაძე(თავმჯდომარე) ხელვაჩაური - მიშა ბოლქვაძე(კანდიდატი) შუახევი - სოსლან ზოიძე(კანდიდატი) ქედა - ვაჟა ბოლქვაძე(კანდიდატი) ხულო - ირაკლი ჯორბენაძე(კანდიდატი)