გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:44 / 5 იანვარი 2017

ენმ-ის თავმჯდომარეები და მაჟორიტარი კანდიდატების ერთი ნაწილი: ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები, პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციაში შემავალი რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატები, ჯამში 38 პირი, განცხადებას ავრცელებენ და თვლიან, რომ ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევით შექმნილი "საორგანიზაციო კომისიისა" და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით შეუძლებელია 2017 წლის 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება. გავრცელებულ განცხადებაში ისინი ხსნიან, რატომ არის პარტიის მომდევნო ყრილობა არალეგიტიმური. "2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო კამპანია ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციის პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ, რამაც სერიოზულად დააზიანა მთლიანად ნაციონალური მოძრაობა. ამავდროულად, ნაცვლად თავისუფალი კონკურენციის პირობებში შიდაპოლიტიკური დებატების მკაფიო გამჭვირვალე წესებზე დაფუძნებული პროცესისა, პარტიის ლიდერების ნაწილის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პარტიის წესდების და პოლიტიკური საბჭოს დადგენილი წესის გვერდის ავლით ცილისმწამებლური კამპანიის პირობებში ჩატარდეს ყრილობა და წარიმართოს მისი მოსამზადებელი პროცესი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს მიღებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეშვიდე პარტიული ყრილობის მოწვევისა და დელეგატების შერჩევის წესის“ თანახმად, ყრილობის დელეგატების რაოდენობა 7000-ით განისაზღვრა. ამავე წესის 3.3 მუხლის მიხედვით, ყრილობის დელეგატობის კანდიდატებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეარჩევენ პარტიის რაიონული გაერთიანების თავმჯდომარე და სარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება შეთანხმება პარტიის რაიონულ/საქალაქო თავმჯდომარეებს და მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, ამავე წესის 3.5 მუხლის მიხედვით, ყრილობის დელეგატების დასადგენად მოწვეული უნდა იქნას რაიონული კონფერენციები, დღეისთვის არ არის განსაზღვრული, როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათანხმებლად პარტიული კონფერენციების მოწვევა, ყრილობის დელეგატების შერჩევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ რაიონში დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს პოლიტსაბჭოს 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით. ამასთან, არ მოხდა ყრილობის ჩატარების საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობის და ფუნქციონირების წესის განსაზღვრა პოლისტაბჭოს მიერ მიღებული წესის 5.2 მუხლის მიხედვით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეთავაზებულ იქნა პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა, მაგრამ, პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო, 2016 წლის 27 დეკემბრის სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არასებობის მიზეზით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობის ჩატარების თარიღამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, თუმცა, არ ჩანს ქმედითი ნაბიჯები და აღარ რჩება დრო ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევით შექმნილი "საორგანიზაციო კომისიისა" და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით შეუძლებელია 2017 წლის 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება", - ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერები: 21-ე (გლდანის) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი - სერგო რატიანი II საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი - ელენე ხოშტარია ქ. რუსთავი 29-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი; ქ. რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე - მამუკა ჩიქოვანი ქ. ქუთაისის 48-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - აკაკი ბობოხიძე ხონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ლევან ბობოხიძე მარნეულის 36-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - აკმამედ იმამკულიევი სამგორის 12-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მოსკოვის გამზირი-აფრიკა პარტიის თავმჯდომარე - დათო ჟღენტი ბორჯომის-აპინძის-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ტარიელ ლონდარიძე დიდუბის მე-15 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი; დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - დავით ნაფეტვარიძე ისნის მე-9 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი, ავლაბრის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ბესიკ კვიციანი ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ლაშა დამენია ქ. ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე - ვახტანგ დარცმელიძე ქუთაისის 47-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე - გიორგი თევდორაძე ვაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - დავით ჯინჯოლავა ახალქალაწის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ჰარუთიუნ ალექსანიან ნინოწმინდის ორგანიზაციის თავმჯდომარე - ვაჩაგან პოდოღლიან საბურთალოს ორგანიზაციის თავმჯდომარე - დოლიძე, ბახტრიონი, ხილიანი - აკაკი კილასონია ნინოწმინდა-ახალქალაქის 46-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი - არსენ კარაპეტიანი ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - სიმონ პარუხაშვილი კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ირაკლი აბესაძე ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ვახტანგ ქვათაძე ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - დავით დაღელაშვილი ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - გელა დემეტრაძე დიდუბის მე-16 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - ირაკლი დვალი ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ბესიკ ბექაური ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - კახა დეკანაძე ახალციხე - ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი - ვაჟა ჩიტაშვილი სამგორის მე-13 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - გიორგი ხახნელიძე ისნის მე-10 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - ზაზა კედელაშვილი ნავთლუღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - გიორგი ვაჟბელაშვილი საგარეჯოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი - ზურაბ ჭიაბერაშვილი გურჯაანის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიის თავმჯდომარე - გიორგი ღვინიაშვილი ხობის რაიონის N65-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი და ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - მამუკა ჭოხონელიძე ქ. მცხეთის მაჟორიტარობი დეპუტატობის კანდიდატი - ირაკლი ბერიაშვილი ვანისა და ხონის N54 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - ზურაბ ჯიბუხაია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ვიქტორ გოგუაძე ტყიბულის და თერჯოლის N50-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - ოთარი კახიძე ქუთაისის N49 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - გიორგი წერეთელი.