გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:04 / 25 მარტი 2019

ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გახდა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რიგით მე-8 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩია. 

ვაშაძე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა, რომელიც ყრილობის დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს. 

აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოერთვა.  პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე  ნიკა მელია ასრულებდა.