გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:53 / 15 მაისი 2016

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრა სოციალურად დაუცველებთან

15 მაისს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა დამენია და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ლევან კონჯარია ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ. როგორც დევნილები აცხადებენ, მათ დიდი ხანია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. ასევე, მათ არა აქვთ ბუნებრივი აირი, შენობის სახურავი ამორტიზირებულია, უამინდობისას კი საცხოვრებელ სახლებში წყალი შედის .

,,მერიამ საარჩევნოდ გადახურვა დაიწყო, ჩვენ იმედი მოგვეცა, არჩევნების დასრულბის შემდეგ კი სახურავის მხოლოდ წინა ნაწილი გადახურეს“ - აღნიშნავს ერთ-ერთი დევნილი. 

აღნიშნულ ბინაში სამი ოჯახი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ ერთი სარგებლობს სოციალურად დაუცველის სტატუსით, ორს კი დახმარება მოუხსნეს, როგორც თვითონ აცხადებენ მათ საცხოვრებელი არანაირი პირობები არ აქვთ. ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ოჯახებს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

503 Service Unavailable

Service Unavailable

The server is temporarily unable to service your request due to maintenance downtime or capacity problems. Please try again later.