გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:49 / 7 ოქტომბერი 2016

ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხობში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა ჭოხონელიძემ პროგრამა - კარდაკარის დასრულების შემდეგ ამომრჩევლებთან დასკვნითი შეხვედრა ხობში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან გამართა.

მამუკა ჭოხონელიძეს ადგილობრივები იმ მოუგვარებელ პრობლემებზე ესაუბრნენ რის წინაშეც უკვე წლებია დგანან. მათი განმარტებით, არაერთი განცხადების მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან უყურადღებოდ არიან დარჩენილი. დევნილი მოსახლეობა საცხოვრებელთან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და წყლის გაყვანილობის გამართვას ითხოვს.

დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე და კონკრეტულად დევნილი მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროექტზე ესაუბრა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი ამ პროექტის განხორციელებას და პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძელებს.