გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:23 / 7 ოქტომბერი 2016

ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქვემო ქვალონის, ჭალადიდის და ხეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა ჭოხონელიძემ პროგრამა - კარდაკარის დასრულების შემდეგ ხობის რაიონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამომრჩევლებთან დასკვნითი შეხვედრა გამართა. 

შეხვედრები გაიმართა, სოფელ ქვემო ქვალონის, ჭალადიდის და ხეთის მოსახლეობასთან.

შეხვედრისას საუბარი სოფლებში არსებულ პრობლემებს, შეჩერებულ პროექტებს და შეწყვეტილ დახმარებებს შეეხო, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრისას მამუკა ჭოხონელიძე მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე კიდევ ერთხელ ესაუბრა, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძელებს.