გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:24 / 25 მარტი 2019

ენმ-ის ყრილობაზე არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარდა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრები, სარევიზიო კომისიის შემადგენლობა და აღმასრულებელი მდივანი ახალი მეთოდით აირჩია. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდება. დელეგატებმა მობილური ტელეფონებისა და ტაბლეტების  საშუალებით, სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ელექტრონული კენჭისყრა, რომელიც პირველად ჩატარდა ყრილობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამომრჩევლების უშუალოდ მონაწილეობისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

კენჭისყრა ფარული და მთლიანად ავტომატიზირებული იყო