გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:16 / 29 ივნისი 2016

ენმ–მ კასპში კანდიდატი წარადგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ, ნიკა მელიამ და რომან გოცირიძემ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კასპის მაჟორიტარობის კანდიდატად ნუგზარ ნონიაშვილი კასპის მოსახლეობას წარუდგინეს. ნუგზარ ნონიაშვილი მუშაობდა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ 2012 წლამდე. იგი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.