გაზიარება
UNM UNM
მედია - 01:24 / 11 სექტემბერი 2016

ენმ-ის ლიდერებმა ზუგდიდის მოსახლეობას ზუგდიდობა მიულოცეს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მოსახლეობას ზუგდიდობის დღესასწაული შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მიულოცა. ღონისძიებას სანდრა რულოვსთან ერთად ენმ-ის ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კონჯარია; ზუგდიდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი ბესიკ გაბუნია და პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სანდრა რულოვსთან ერთად ზუგდიდის ბულვარში გამოფენილი ნივთები დაათვალიერეს და მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ კონცერტს დაესწრნენ.