გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:16 / 7 აგვისტო 2020

ენმ-ის ლიდერებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს.

„რუსეთმა სამხედრო ტერორისტული ოპერაცია დაიწყო და შემდგომ სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. 600-მდე ადამიანი დაგვეღუპა, არაერთი დაიჭრა და დასახიჩრდა. არასდროს ჩვენ ამას არ ვაპატიებთ.

დღეს შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რუსეთის ფედერაციის ინტერესი და მთავარი მიზანი მაშინ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დამუხრუჭება იყო, საქართველოს სუვერენული პოლიტიკის გადამისამართება მოსკოვზე და თუ ამას მოახერხებდნენ მისი შეიარაღებული ძალები, ჩვენი სახელმწიფოს განადგურება. ვერცერთ ამ ამოცანას რუსეთმა ვერ მიაღწია. რადგან მას ქართველი ერი და ჩვენი შეიარაღებული ძალები აღუდგა. ის ვაჟკაცები, რომლებიც ახლა აქ, მუხათგვერდზე განისვენებენ“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ.