გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:46 / 13 სექტემბერი 2019

ენმ-ის ლიდერები ბერლინში შეხვედრებს მართავენ

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ბერლინში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. 

 

შეხვედრის ფარგლებში ძალა ერთობაშიას ლიდერები გერმანიის  ქრისტიან დემოკრატიული კავშირის გენერალურ მდივანს, ბუნდესტაგის წევრ პოლ ზიემაკს და პარტიის საერთაშორისო ოფისის დირექტორ ბერტილ ვენგურს შეხვდნენ. 

 

განხილვის მთავარი თემა  ქვეყნის რეგიონალური მდგომარეობა და უპირველს ყოვლისა საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება იყო. ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის დახმარება,  რომელსაც ქრისტიან დემოკრატიული კავშირი  ენმ-სა და გაერთიანებულ ოპოზიციას გაუწევს.

ასევე, ჩვენი მოკავშირე გერმანული პარტიის ეკონომიკური ექსპერტების მონაწილეობას პროგრამის განხილვაში და აქტუალიზაციაში.