გაზიარება
UNM UNM
მედია - 00:36 / 12 სექტემბერი 2019

ენმ-ის ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ლიდერები სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ რიკერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე, საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე, პოლიტიკური ნიშნით შერჩევითი მართლმსაჯულების პრობლემაზე, მომავალ 2020 წლის არჩევნებზე და ქვეყანაში რუსეთის გავლენის გაზრდაზე ისაუბრეს.