გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:14 / 9 აგვისტო 2016

ენმ-ის ქარელის ორგანიზაციის წევრება აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია ბურჯანაძემ და ორგანიზაციის წევრებმა სოფელ შინდისში, გმირთა მემორიალზე 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში გმირულად დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე; 14 პოლიციელი; დაიჭრა 1 747; სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა; დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე ადამიანი; დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხოლო 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულია.