გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:57 / 21 აგვისტო 2020

ენმ კამპანია - ემიგრანტები სამშობლოსთვის იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან კამპანია - ემიგრანტები სამშობლოსთვის იწყებს. კამპანიის ფარგლებში, პარტია, ემიგრანტებს გააცნობს იმ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც საკონსულო აღრიცხვაზე შეძლებენ დადგომას და არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებენ.

ასევე, კამპანიის ფარგელბში პარტია ემიგრანტებს წარუდგენს იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში მათ პირადად გაუწევენ კონსულტაციებს. ამოქმედდება ცხელი ხაზიც.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.

„დღეიდან ჩვენ ემიგრანტებისთვის ვიწყებთ კამპანიას - ემიგრანტები სამშობლოსთვის. ეს კამპანია სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენი ემიგრანტების დახმარებას გულისხმობს, რომ მათ შესაბამის საკონსულოებში საარჩევნო სიებში რეგისტრაცია მოახერხონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

ემიგრანტებს აქვთ სურვილი არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტონ, მაგრამ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათთვის ამ პირობების შექმნას. ჩვენ არაერთხელ ვითხოვდით, რომ ემიგრანტებისთვის ელექტრონული კენჭისყრის ფუნქცია შემოღებულიყო, თუმცა ბუნებრივია ხვდებით, რომ სახელწმიფოს ამის ინტერესი არ აქვს, რადგან ყველამ კარგად იცის ემიგრანტების განწყობა.

დღეს ვაქვეყნებთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე მოკლე ინსტრუქციას, რომელიც ემიგრანტებს დაეხმარება ადვილად გაიარონ რეგისტრაცია და საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ. ასევე, გვექნება ცხელი ხაზი და თითოეულ ემიგრანტს გავუწევთ რეკომენდაციას თუ როგორ დარეგისტრირდნენ. ამავდორულად, ვაქვეყნებთ სიას იმ ადამიანების, რომლებიც ადგილზე დაეხმარებიან ემიგრანტებს. ასევე მოვუწოდებთ მათ შეაგროვონ ხელმოწერები, რათა საარჩევნო უბნები ცენტრალური ქალაქების გარდა სხვაგანც განთავსდეს. „