გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:30 / 8 ივნისი 2017

ენმ განათლების მინისტრს 3 მოთხოვნას უყენებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგოებს, რომელთაც გამოცდები ჩაბარებული აქვთ, კრედიტ-ქულები კი აღებული, ანაზღაურება ბიუჯეტში საკმარისი თანხის არ არსებობის გამო არ ეზრდებათ, პარალელურად კი უწყება მილიონობით ლარს არამიზნობრივად ხარჯავს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ლაგვილავამ ისაუბრა.

დღეს, საქართველოში  ათასობით  მასწავლებელი, რომელთაც  გამოცდები  ჩაბარებული აქვთ, კრედიტ-ქულები დაგროვილი, თუმცა ანაზღაურება 1000 ლარამდე არ გაეზარდათ. მინისტრი ჯეჯელავა ამბობს, რომ ამისთვის ბიუჯეტში საკმარისი თანხა არაა. პარალელურად კი, მილიონობით ლარს ხარჯავს არამიზნობრივად. მათ შორის, საკუთარი გარემოცვისთვის  ჯეჯელავა არიგებს  პრემიებსა  და  დანამატებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს:

ხელისუფლებამ, უარი თქვას მილიონობით თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე, მათ შორის, პრემიებსა და დანამატებზე.  ხოლო მინისტრმა ჯეჯელავამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მასწავლებლებისთვის დამსახურებული   ხელფასების   გაცემა   მინიმუმ 1000   ლარამდე

გაუქმდეს  არაეფექტური  ..  სქემა  და  ხელოვნური  ბარიერები.  განახლდეს   მასწავლებელთა   სერტიფიცირება;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშაოს საჭირო მექანიზმები, რათა  სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მასწავლებელს, მათვის ხელსაყრელ დროს და სასურველ გარემოში, შეეძლოს სასერტიფიკაციო გამოცდის  ჩაბარება.