გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:48 / 20 დეკემბერი 2016

ენმ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს პარლამენტში იბარებს

ერთაიანი ნაციონალურის მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე  ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დიმიტრი ქუმსიშვილსა და გიორგი გახარიას 28 დეკემბერს დაგეგმილ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებს და მიმართავს  წარმოადგინონ სამოქმედო გეგმა, რომელიც ლარს კიდევ უფრო გაუფასურებისგან დაიცავს. 

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ, დაესწროთ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც განხილულ იქნება საკითხი ქვეყანაში მიმდინარე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან - ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, სხდომაზე მოგვაწოდოთ ინფორმაცია ლარის შემდგომი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების სამოქმედო გეგმის თაობაზე და ინფორმაცია ლარის გაუფასურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასაცავად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.