გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:33 / 17 იანვარი 2019

ენმ დიდ დიღომში მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

მთელი ქვეყნისთვის უმძიმესი ტრაგედიაა დიდ დიღომში მომხდარი საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებას ემსხვერპლა ჩვენი თანამოქალაქეები.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს.

დაშავებულ მოქალაქეებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.