გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:20 / 8 აგვისტო 2016

ენმ-ის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა ადგილობრივი გუნდის წევრებთან და ახალგაზრდებთან ერთად რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე; 14 პოლიციელი; დაიჭრა 1 747; სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა; დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე ადამიანი; დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხოლო 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულია.