გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:36 / 7 ივნისი 2016

დღეს საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს

დღეს საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს, შემოსულობების ხარჯზე ის მილიონ 500 ათასი ლარით გაიზარდა. თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე, მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციასა და კულტურულ ღონისძიებებზე გადანაწილდება. ხმაური ბიუჯეტიდან აიპი ბათუმის კორპუსის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ნაცდურის ანაზღაურების საკითხის განხილვას. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი კირთაძე პოლიტიკურ დევნასა და არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს. მისივე მტკიცებით, ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 100 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. ამასთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ქალაქის მერისა და აიპის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს.