გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:02 / 13 ივნისი 2016

დედოფლისწყაროში მცირდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა

საქართველოში არსებულმა ეკონომიკურმა  კრიზისმა დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში მაცხოვრებელ ოჯახებზეც  იმოქმედა. საგრძნობლად  მცირდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. კონკრეტულად და თვალსაჩინოდ ეს პრობლემა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე აისახა. დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში  თამარის ქუჩაზე მცხოვრები ზინა ბორანიანი, რომელიც სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე უკვე 5 თვეა აღარ არის, მისი საარსებო  მხოლოდ პენსიაა, რომელიც 160 ლარს შეადგენს.  ბორანიანი გვიყვება, რომ  სოციალურად დაუცველის სტატუსი 2008 წლიდან ჰქონდა მინიჭებული, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო მას 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ჩათვლით  სოციალურად დაუცველის სტატუსი შეჩერებული აქვს. ასევე სოციალურად დაუცველი სტატუსის არმქონე ნანი ნაზღაიძემ განგვიმარტა: ,, სოციალურად დაუცველის სტატუსი მხოლოდ იმიტომ  შემიწყვიტეს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად ვითვლებოდი’’. ასევე სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებმა ქრისტინე კევლიშვილმა აგვიხსნა და განგვიმარტა, როდესაც სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნეს გაურკვეველი მიზეზებისდა გამო , დახმარება სოფელ ხორნაბუჯის რწმუნებელს სთხოვა, რომელიც იმ დროისთვის   პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი იყო.  ქრისტინეს თქმით რწმუნებულმა დასაქმების მაგივრად კომპლიმენტი მიიღო : ,,თმა გაქვს შეღებილი და შენ რა უნდა გიჭირდესო’’ . როგორც ქალბატონი ჩვენთან საუბრისას ყვება მან დამცირებულად იგრძნო თავი და აღარ მიუმართავს არცერთი თანამდებობის პირისთვის. შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროს სოფელ ფიროსმანში ბოლო 10 დღის განმავლობაში 40 ოჯახს მოუხსნეს სოციალურად დაუცველის სტატუსი.