გაზიარება
UNM UNM
მედია - 00:00 / 13 აგვისტო 2020

დავით კირკიტაძემ ავტოდილერებთან შეხვედრაზე 4 პუნქტიანი გეგმა წარადგინა

ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით ნაციონალური მოძრაობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. დავით კირკიტაძემ ავტოდილერებთან შეხვედრაზე დღეს 4 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა და განმარტა, რომ ამ სეგმენტში მონოპოლიური მმართველობა უნდა დასრულდეს.

მისივე თქმით, ენმ-ის გამარჯვების შემდეგ, უახლოეს სამ თვეში რამდენიმე პლატფორმა შეიქმნება, სადაც მათ ბევრად უფრო ხელსაყრელი გარემო ექნებათ საქმიანობისთვის.

„პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ისაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩვენს მეზობლებთან ჰარმონიზაციას მოვახდენთ და ჩვენს ბაზარს, ისე როგორც ეს 2012 წლამდე იყო, იმ მყიდველს დავუბრუნებთ, რომლებიც ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან არიან, ეს ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია, ასე გავაკეთებთ ოქტობრის შემდეგაც.

მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ავტოდილერებ გავუადვილებთ წვდომას ფინანსურ რესურსზე, ხოლო სახელწიფო მათ გარანტად დაუდგება, რათა საფინანსო ინსტიტუტებიდან და ბანკებიდან ნაკლებ პროცენტად შეძლონ და აიღონ თანხა იმისათვის, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს.

მესამე - ჩვენ არ დავუშვებთ ამ ბიზნესში მონოპოლიას, არ დავუშვებთ იმას, რომ ამ ბიზნესში მხოლოდ ერთი ოპერატორი იყოს და ავტოდილერები გააწვალოს, გაუზარდოს ფასები და მოახდინოს მათი შევიწროება. პირველივე სამ თვეში აუცილებლად არაერთ ალტერნატიულ პლატფორმას გავაჩენთ იმისათვის, რომ ავტოდილერებს ჰქონდეთ საშუალება თავიანთი ავტომობილები იქ სადაც, მათთვის ხელსაყრელი პირობები იქნება განათავსონ და შესაბამისად, თავიანთი ბიზნესი აწარმოონ.“