გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:58 / 10 სექტემბერი 2016

დავით ბაქრაძემ და გიგი წერეთელმა ქუთაისში, „კეჩის“ ბაზრობის მოვაჭრეები მოინახულეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი წერეთელმა ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული „კეჩის“ ბაზრობის მოვაჭრეები მოინახულეს.

დავით ბაქრაძემ და გიგი წერეთელმა ამომრჩევლებს ნაციონალური მოძრაობის სამომავლო გეგმები - გადასახადების შემცირებასა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე გააცნეს.

მოვაჭრეების თქმით, ბოლო წლებში მკვეთრად დაეცა ეკონომიკური ბრუნვა და მათი ბიზნესი ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ არჩევნების შემდეგ ცვლილებების, უკეთესი ვაჭრობისა და მეტი შემოსავალის იმედად არიან.