გაზიარება
UNM UNM
მედია - 02:13 / 9 ივნისი 2016

დავით ბაქრაძე და ბადრი ბასიშვილი სოფელ ერგნეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე და შიდა ქართლის რეგიონალური ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი გორის რაიონის სოფელ ერგნეთში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში მათი ბაღები რამოდენიმეჯერ დაისეტყვა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
დავით ბაქრაძემ და ბადრი ბასიშვილმა მოუწოდეს ხელისუფლებას მოხდეს სტიქიის შედეგად დაზარალებული თითოეული სოფლის ზარალის დროული აღწერა და მოსახლეობას მიეცეს შესაბამისი კონპენსაცია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გორის რაიონის ათობით სოფელი რამოდენიმეჯერ დაისეტყვა.