გაზიარება
UNM UNM
მედია - 01:10 / 28 აპრილი 2016

დატბორილი სახლები კასპში

კასპში დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი რამდენიმე ოჯახს დაეტბორა. ამის მიზეზი გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა გახდა, რომელიც გასულ წელს გაკეთდა. ადგილობრივები დახმარებას იტხოვენ და პროექტის უხარისხოდ შესრულებაზე საუბრობენ. 5 თვის წინ კი ამ ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მოხდა და მთლიანად მოასფალტდა, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მთლიანობაში 1 300 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა. საკრებულოს დეპუტატის რობერტ კავთიაშვილის განცხადებით აღნიშულ ქუჩაზე ჩატარებული პროექტები უხარისხოდ და ყოველგვარი სტანდარტების დარღვევით განხორციელდა. ამ პრობლემით ადგილობრივი ხელისუფლება არც კი დაინტერესებულა. როგორც კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს იგი ამ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა და შესაბამისად ამ პრობლემის შესახებ მოგვიანებით შეიტყო.