გაზიარება
UNM UNM
მედია - 10:27 / 8 მარტი 2016

დასუფთავების პრობლემა გარდაბანში

გარდაბნის რაიონში სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად ერთ-ერთი თვალში საცემი დასუფთავებაა. შესაბამისი პირობების არარსებობის გამო სოფლებში  ნაგავსაყრელებს პირდაპირ გზებზე გადააწყდებით. გარდაბნის რაიონის ცენტრალური ნაგავსაყრელი სოფელ ახალ სამგორთან მდებარეობს. გარკვეული სიხშირით დასუფთავების სამსახურებს გააქვთ ნარჩენები ამ ნაგავსაყრელზე, თუმცა იქ მათი პირდაპირ მოთავსება შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. არ ხდება ნაგვის დაკონსერვება, რის გამოც ქარს მთელი ეს ნაგავი უკან მოაქვს და მისითაა მიმოფანტული სოფელი ახალი სამგორი.