გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:16 / 18 მაისი 2016

ციხისძირის მცხოვრებლები სოფლში გაზიფიცირებასა და შიდაგზების მოწესრიგებას ითხოვენ

ქობულეთში, ციხისძირის თემის  სრული გაზიფიცირება 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2012 წლის შემდეგ, გაზიფიცირება შეჩერდა და მხოლოდ ის მონაკვეთი გაკეთდა , სადაც ,,ქართული ოცნების" დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, ანზორ თხილაიშვილი ცხოვრობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მოსახლეობამ სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა და მოითხოვეს გაიფიცირების სრულად დასრულება, ასევე სოფლის შიდაგზების მოწესრიგება. ადგილობრივთა საპროტესტო ღონისძიებას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდა, ელგუჯა ბაგრატიონისა და ოლეგ ბროლაძის განცხადებით, ციხისძირის გაზიფიცირება 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობის გამო ეს პროცესი დღემდე დაუსრულებელია.

ელგუჯა ბაგრატინის თქმით, ციხისძირის დასახლება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, გამომდინარე სოფლის მდებარეობიდან, ვინაიდან, სოფელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს და აქ ზაფხულობით უამრავი ტურისტი ჩამოდის, ამიტომ ისეთი  პრობლემები როგორიცაა გაზი და შიდაგზა პირველი რიგში უნდა მოწესრიგდეს და სოფელს მიეცეს განვითარების საშუალება.

ადგილობრივთა განცხადებით, თუ პირველი ივნისისთვის არგანახლდება სამუშაოები, ისინი ცენტრალურ გზას გადაკეტავენ და ამგზით შეეცდებიან მიაწვდინონ ხმა ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელმაც 2014 წელს, წინასაარჩევნოდ, სოფელს ყოველგვარი პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა!