გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:10 / 20 ივლისი 2016

ბრიფინგი ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის დაუსრულებელ შენობასთან

 19 ივლისს ზუგდიდის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერებმა ლევან კონჯარიამ და ანა წითლიძემ ქ. ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის და სახანძრო სამაშველო სამსახურის დაუსრულებელ შენობასთან, საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
როგორც პარტიის ლიდერებმა აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის და სახანძრო სამაშველო სამსახურისთვის შენობის მშენებლობა 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, რომლის მშენებლობაც 2015 წელს უნდა დასრულებულიყო,თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადგილობრივ ბიუჯეტში აღნიშნული მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა, ოცნების ხელისუფლებამ ადგილობრივი ჩინოვნიკების ხელფასებზე, პრემიებზე და დანამატებზე დახარჯა. შენობა რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო უნდა ყოფილიყო, ახლა ასე გამოიყურება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს სამაშველო სამსახურის შენობის ეზო ნაგავსაყრელად არის ქცეული.