გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:43 / 23 მაისი 2016

ბრიფინგი ენმ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ და პოლიტიკური საბჭოს წევრებმა გამართეს ბრიფინგი. ბრიფინგის თემა იყო სოფელ კორცხელში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე ქართული ოცნების დაქირავებული ზონდერ ბრიგადების მიერ ნაციონალური მოძრაობის წევრებისათვის ფიზიკური შეურაწყოფის მიყენების ფაქტები. ენმ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ვახტანგ დარცმელიძეს განცხადებით, ზონდერ ბრიგადების ორგანიზებაზე და მათი მართვაზე პასუხისმგებლობა  სრულიად ეკისრება ქართულ ოცნებას და ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს. ამასთანავე ენმ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი ჭანტურია, ქართულ ოცნებას მის მიმართ ცილისწამებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების განცხადებები თითქოსდა ბატონი ირაკლი კორცხელში იმყოფებოდა როგორც დაქირავებლი ზონდერი და ფიზიკურ შეურაწყოფას აყენებდა ადგილზე მყოფთ არის მტკნარი სიცრუე. ასევე ირაკლი ჭანტურია ქართული ოცნებისან მოითხვს ბოდიშის მოხდას მის მიმართ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო.

.