გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:10 / 9 სექტემბერი 2016

ბეჟაშვილი "კარდაკარის" ფარგლებში ოზაანის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყარო - სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი კარდაკარ პროგრამის ფარგლებში სოფელ ოზაანის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად სოფელში არსებული პრობლემები განიხილა.

მაცხოვრებლების თქმით, სოფელში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სოციალური სტატუსის შეჩერება და მოუწესრიგებელი საავტომობილო გზაა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მათთვის უსამართლოდ შეჩერებული სოციალური სტატუსის აღდგენასა და პრობლემების მოგვარებას დაპირდა.