გაზიარება
UNM UNM
მედია - 10:58 / 9 აგვისტო 2016

ბათუმში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი გაიხსენეს გვიან ღამით ბათუმში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სკვერში ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი მეომრების ფოტოები გამოფინეს და სანთლები დაანთეს. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე (აჭარიდან 16 ჯარისკაცი); 14 პოლიციელი; დაიჭრა 1 747; სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა; დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე ადამიანი; დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხოლო 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

 
 
 
 
 
-0:45