გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:46 / 26 ივლისი 2016

ბასიშვილის განცხადება გორში მომხდარ გახმაურებულ საქმეზე

„მინდა გამოვეხმაურო მოქალაქეებსა და პოლიციელს შორის მომხდარ ინციდენტის დროს დაკავებულ რამაზ ქოქოშვილის, ასევე მისი დაკავებული მეგობრების და მხარდამჭერების გახმაურებულ საქმეს. ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს და დღემდე თავს ვიკავებდით განცხადების გაკეთებისგან, რადგან ჩავთვალეთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციის ჩარევა, პოლიტიკურ ელფერს შესძენდა საქმეს და პოლიტიზირებულ სასამართლოს კიდევ უფრო მეტ საფუძველს შესძენდა უარყოფითი მუხტი შეეტანა აღნიშნული საქმის განხილვაში. ნათლად გამოიკვეთა სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერ, პოლიტკური ქულების დაწერის და პროცესის პოლიტიზირების მცდელობა. შეგახსენებთ, რომ დაკავებულთა შორის არის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი რატი საბანაძე. პირი, რომელიც მონაწილეობდა 2015 წლის 8 მაისის ინციდენტში, სადაც ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდა აქტივისტები მშვიდობიანი აქციის ფარგლებში აპროტესტებდნენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, რატი საბანაძე თავის მეგობრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა და ვანდალურად დაარბია მიმდინარე აქცია. ასევე, იგი აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ორგანიზაციის ოფისის კარის აჭედვაში.

იმის ნიშნად, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის შურისძიება, იმის ნიშნად, რომ ჩვენი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს შორის ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს დაპირისპირება და დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების გამო, იმის ნიშნად, რომ ჩვენ ვიბრძვით, რომ აღარ იყოს შერჩევითი სამართლის აღსრულება, ჩვენი ჰუმანურობის და კეთილი მიზნების ნიშნად, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაკავებულთა ოჯახის წევრებს. ჩვენ ვთვლით, რომ ზედმეტად მკაცრია სასამართლო ბრალდებულთა მიმართ. დაკავებულებს ვუსურვებთ გამძლეობას და უახლოეს მომავალში გათავისუფლებას,“ –  განაცხადა შიდა ქართლის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა.