გაზიარება
UNM UNM
მედია - 02:02 / 9 ივნისი 2016

ბადრი ბასიშვილი გორის რაიონის სოფელ ზემო ბოშურის და ბნავისის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის რეგიონალური ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი გორის რაიონის სოფელ ზემო ბოშურის და ბნავისის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევს. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ მთის სტატუსის მინიჭებას, ამ კანონით გათვალისწინებულ შეღავათებით სარგებლობას და დაპირებულ გამრიცხველიანებას.

,,ეს ადამიანიები არიან სრულიად მიტოვებულები ხელისუფლებისგან. კიდევ ერთხელ გამოჩდა დღევანდელი ხელისუფლების უნიათობა და უცოდინრობა. მათ არ იციან გორის რიონში არსებული  სოფლების მდებარეობა, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ისეთი მაღალმთიანი სოფლებისთვის მთის სტატუსის არ მინიჭება, როგორიც სოფელი ზემო ბოშური და ბნავისია. ათობით სოფელია გამორჩენილი და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დროულად მოხდეს ამ საკითხის ხელახალი განხილვა" - ბადრი ბასიშვილი