გაზიარება
UNM UNM
მედია - 20:41 / 17 ივლისი 2016

ბადრი ბასიშვილი გორის რაიონის სოფელ წითელუბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა შეხვედრა გამართა სოფელ წითელუბანში მცხოვრებ მოსახლეობასთან და გაეცნო მათ პრობლემებს. როგორც მოსახლეობა  აღნიშნავს, სოფელში მათ უამრავი პრობლემა აწუხებთ,  ხელისუფლებას კი უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ბოლო 4 წლის განმავლობაში ფაქტიურად არაფერი გაკეთებულა ამ სოფლისთვის, არ არის გზა, მშობლებს არ აქვთ იმის საშუალება რომ ბავშვები ატარონ  საბავშვო ბაღში, ადამიანებს აწუხებთ სიღარიბე და უმუშევრობა, აწუხებთ ხელისუფლების უყურადღებობა,  ამიტომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს და  8 ოტომბერს გავუშვათ დღევანდელი უნიათო ხელისუფლება." - გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი