გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:56 / 22 აპრილი 2016

ახალსოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა

20 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა.

საკითხი ეხებოდა საკანალიზაციო მილების მოუწესრიგებლობას, 2013 წელს დაიწყო რესტავრიაცია ახალსოფელში მდებარე ყოფილი ინტერნატის შენობის, რომელშიც შესახლებული არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გახდა ცნობილი სამუშაოები არაჯეროვნად იქნა შესრულებული, კერძოდ საკანალიზაციო მილების მოწყობისათვის გამოყოფილი თანხების მისათვისებლად, სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ გამგეობასთან შეთანხმებით საკანალიზაციო მილები მიუერთა სანიაღვრე არხს რომელიც მიედინება ადგილობრივი მოსახლეობის და ახალსოფლის სკოლის მიმდებარედ, ანტისანიტარიისა და გაუსაძლისი სუნით შეწუხებული მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა მოთხოვნით დაუყოვნებლივ მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა, მათ მოითხოვეს შეხვედრა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან, ადგილზე მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის მიზნით მივიდნენ პარტიის ადგილობრივი ლიდერები ლაშა დამენია, თენგიზ გუნავა, თეიმურაზ ბასილაია, ლევან კონჯარია და მუნიციპალიეტის საკრებულოს წევრი ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის„ თავმჯდომარე გელა თოლორაია. 
პარტიის ლიდერები მოსახლეობას დაპირდნენ პრობლემის შესაძლებლობის ფარგლებში მოგვარებას.