გაზიარება
UNM UNM
მედია - 19:08 / 13 ივლისი 2016

,,ანგარიში მოსახლეობას" - საკრებულოს წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან

,,ანგარიში მოსახლეობას“- ამ სახელწოდებით დღეს, 13 ივლისს, ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში NDI- ისა და USD-ის მხარდაჭერით ქ.ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ და ფრაქციის წევრებმა: ბათლომე შელიამდა ანი წითლიძემ მოსახლეობას 6-თვის ანგარიში ჩააბარეს, ასევე შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, NDI- ისა და USD-ის რეკომენდაციით ფრაქციაში მოქმედებს ცხელი ხაზი და ღია კარის დღე, მათივეგანცახადებით ენმ პირველ ადგილზეა ინიცირებული საკითხებით (საკრებული, სოციალური მომსახურეობის სააგენტო, დევნილთა სააგენტო და ა.შ.), 6 თვის მანძილზე შედგა 65-მდე ინდივიდუალური და 15 მდე საჯარო შეხვედრა.
,,მოსახლეობას ჩავაბარეთ 6 თვის ანგარიში, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
იყო ძალიან დადებითი შეხვედრა, მოსახლეობა განწყობილია ოპტიმისტურად და როგორც თვითონ გვითხრეს დახმარებას ჩვენგან ელიან.
დარწმუნებული ვარ, რომ მსგავის ტიპის შეხვედრები პოზიტიურად იმოქმედებს მოსახლეობაზე, კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო შეხვედრის მხარდამჭერებსა და ორგანიზატორებს.“ -განაცხადა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ.