გაზიარება
UNM UNM
მედია - 01:23 / 19 ივლისი 2016

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფორმალური სამსახურები და უიმედოდ დარჩენილი მოსახლეობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თითქოსა და მუნიციპალიტეტის საქმიანობის უკეთესად ფუნქციონირებისათვის  შექმნა ა.ი.პ ადიგენის წყალმომარაგება და ლიკვიდაციის პროცედურები  დაიწყო მანამდე  შექმნილი შ/პ.ს ადიგენის კომუნალური და საირიგაციო სამსახურის მიზეზი კი მხოლოდ ის გახდა რომ შპს ადიგენის კომუნალური და საირიგაციო სამსახურიში საარჩევნოდ ვერ დაასაქმებდნენ შეუზღუდავი რაოდენობის ოცნების მხარდამჭერებს რადგან აღნიშნული შ/პ/ს თვითდაფინასებაზეა ხოლო აიპი ადიგენის წყალმომარაგება მთლიანად ბიუჯეტზე არის ,,ჩამოკიდებული", ადიგენის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნით საკრებულოს რიგით სესიაზე აღნიშნული აიპის ხელმძღვანელმა დაადასტურა,  რომ  6 თვის წინ შექმნილ ორგანიზაციაში უკვე მუშაობს 18 თანამშრომელი  და შტატგარედ კი 7  გამგეობისგან სუბსიდირების თანხა 97 000 ლარია რომლებიც მთლიანაც ხელფასებში იხარჯება, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობამ რამოდენიმე თვის უკან აღნიშნულ აიპს შეუძინა ძვირადღირებული პიკაპის ჯიპი (20 000 ლარის ღირებულების) ,,ეფექტური"  მუშაობისათვის, მოსახლეობას კი მათი  უუნარობის გამო მთლიანად გაუხმა სავარგულები.