გაზიარება
UNM UNM
მედია - 19:05 / 17 ივლისი 2016

ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ,,ქართული ოცნების,, ყრილობაზე დასწრებას აიძულებენ

ხონის გამგებლის ახლად დანიშნული მესამე მოადგილე ვახტანგ ბალავაძე რაიონში არსებულ ა(ა)იპ-ების დირექტორებს შეხვდა და 2016 წლიის 18 ივლისს ქუთაისში ,,ქართული ოცნების,, კანდიდატების წარდგენაზე დასასწრებად ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირების მობილიზება და სიების შედგენა მოსთხოვა, რომელშიც აღრიცხული იქნებოდნენ ,,ქართული ოცნების,, ყრილობაზე წამსვლელი თანამშრომლები. გავრცელებული ინფორმაციით ზეწოლა ხორციელდება აგრეთვე საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე, რომლებსაც სურვილის მიუხედავად ავალდებულებენ ყრილობაზე დასწრებას. აქვე შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ბალავაძე, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ დაინიშნა ხონის გამგებლის მესამე მოადგილედ, 2012 წლამდე გახდათ ნაციონალური მოძრაობის წევრი, აგრეთვე საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო 2008-2010 წლებში ეკავა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა. აღნიშნულ საკითხს ეხმაურება ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,,. მეგი კაკაბაძის განცხადებით ,,ქართული ოცნების,, წარმომადგენლები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, უპირველესად თავად არღვევენ სამართლიანობისა და დემოკრატიის პრინციპებს.თანამდებობის პირებიდან მსგავსი ,,დაბარებები,, და დაშინების მცდელობები, საჯარო მოხელეებსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებზე სამსახურის დაკარგვით დაშანტაჟებები, სოციალური დახმარების დანიშვნა-მოხსნით ადამიანების მანიპულირება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდევაც 8 ოქტომბერს.განსაკუთრებით სასაცილოა ,,ქართული ოცნებიის,, რიგებში აწ უკვე აქტიურად ჩამდგარი ე.წ. ,,გადამხტარი,, ნაციონალებისგან თავის გამოჩენიის მიზნით მსგავსი აქტიურობა ამ პრიცესებში,,.

503 Service Unavailable

Service Unavailable

The server is temporarily unable to service your request due to maintenance downtime or capacity problems. Please try again later.