გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:50 / 27 აპრილი 2016

90–იანი წლები მიქელწყაროში

კასპის მუნიციპალიტეტში შემავალ აზერბაიჯანულ სოფელში ყველა სხა არსებულ პრობლემას დენის პრობლემაც დაემატა, რაც გამრიცხველიანების არარსებობამ გამოიწვია. სოფელს უკვე 3 დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის მიზეზი კი გახდა ენერგო პრო ჯორჯიას მიერ დაყენებული საერთო მრიცხველის დაზიანება გახდა. აღნიშნულმა კომპანიამ მოქალაქეებზე თანხის დაკისრება გასული წლის მარტის ჩვენების საფუძველზე მოახდინა. დავალიანების თანხამ ჯამში 1500 ლარამდე შეადგინა. მოქალაქეების განცხადებით ისინი ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად მათ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რობერტ კავთიაშვილს მიმართეს და პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. დეპუტატი ადგილზე გაეცნო პრობლემას და მისი საკრებულოს სხდომაზე განხილვას,შესაბამისი ორგანოების დაბარებას და პრობლემის მოგვარებას დაპირდა.
"ამ დასახლებაში არსებობს ყველა პრობლემა, რაც არსებობს ბუნებაში, აქ არ არის სასმელი და სარწყავი წყალი, არ აქვთ საბავშვო ბაღი, დასახლებიდან 200 მეტრში განთავსებულია ნაგავსაყრელი, სადაც მცხეთის, დუშეთის და კასპის ნაგავის განთავსება ხდება, ამის გამო არსებობს ეპიდემიის საშიშროება. ამ ყველა პრობლემას ახლა უკვე დაემატა ელექტროენერგიის პრობლემა. 3 დღეა მათ შეუწყდათ ელექტროენერგიის მიწოდება. მე ვპირდები მოსახლეობას, რომ უახლოეს მომავალში შევძლებ ვაიძულო ადგილობრივი ხელისუფლება მოაგვარონ არსებული პრობლემები"–განაცხადა რობერტ კავთიაშვილმა