გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:35 / 26 თებერვალი 2016

5 500 ლარის ოდენობის პრემია თელავის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველმა რაიონში პრემიების გაცემის საკითხზე ისაუბრა.

"მინდა გაგაცნოთ თლავის თემის საკრებულოს 29 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი, რომელმაც უკვე გაიარა ბიუროს სხდომა და უმრავლესობისგან თანხმობაც მიიღო. აღნიშნულ 8 საკითხში ორი საკითხი - მეოთხე და მერვე, თვითმართველი თემით თელავის გამგებელზე პრემიისა და  საკრებულოს თავჯდომარეზე პრემიის დამტკიცებას ეხება.

და ეს ხდება მაშინ, როცა კახეთში მოსახლეობას ძალიან უჭირს, როცა ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. არის სოფლები, სადაც წყალმომარაგება, გაზი არაა, ელექტროენერგია და გაზი ძვირდება.

საინტერესოა ის, რომ თელავის თემის გამგებელზე პრემია მარტო იმიტომ გაიცემა რომ მას 8 მარტს აქვს დაბადების დღე. ეს დაადასტურეს კერძო საუბრებშიც თელავის თემის გამგეობის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც.

ეს არის ყოვლად მიუღებელი და მინდა მოუწოდო საკრებულოს - 29 თებერვლის სხდომაზე, არანაირ შემთხვევაში არ გაიტანოს აღნიშნული საკითხები და სასწრაფოდ მოხდეს ამ საკითხების ამოღება დღის წესრიგიდან, რაც ეხება გამგებელზე და საკრებულოს თავჯდომარეზე პრემიების გაცემას 5 500 ლარის ოდენობით".