გაზიარება
UNM UNM
ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე

ისნის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი

ხატია დეკანოიძე 1977 წლის 20 იანვარს ქალაქ თბილისში დაიბადა.
1999 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გახდა და უდიდესი წვლილი შეიტანა პოლიციის რეფორმაში. 2007-2012 წლებში საქართველოს პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი გახლდათ და პოლიციელების გადამზადებასა და განათლებას ედგა სათავეში. 2012 წელს დაინიშნა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად, იმავე წელს კი განათლების მინისტრიც გახდა. 2014 წელს უკრაინის მთავრობის მიერ მიწვეულ იქნა, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი და ანტიკორუფციული რეფორმების ექსპერტად, მომდევნო წელს კი უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა. 2015-2016 წლებში უკრაინის პოლიციის რეფორმა გაატარა. 
ხატია დეკანოიძე მუშაობდა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორებიცაა UNDP, ICITAP (კრიმინალური გამოძიების ტრეინინგის დახმარების საერთაშორისო პროგრამა, DOJ, აშშ) ეუთო და ა.შ., იგი არის ეუთოს სამეცნიერო სახელმძღვანელოს ავტორი ევროპულ ქვეყნებში საუკეთესო პოლიციური სწავლების პრაქტიკის შესახებ. 
ხატია დეკანოიძე არის დამხმარე პროფესორი მარშალის უსაფრთხოების ცენტრში გერმანიაში (კურსი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ).
დღესდღეობით, იგი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის პოლიტიკური საბჭოს აქტიური წევრი და წარდგენილია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ისნის ოლქში.

ხატია დეკანოიძე

News