გაზიარება
UNM UNM
დევი ჭანკოტაძე

დევი ჭანკოტაძე

წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის მაჟორიტარი კანდიდატი

გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე 1961 წლის 2 სექტემბერს, ქალაქ თბილისში დაიბადა.  
1982 წელს, დევი ჭანკოტაძემ თბილისის უმაღლესი საარტილერო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. 1982 წლიდან 1990 წლამდე მსახურობდა საბჭოთა ჯარში. 1991-1992 წლებში იყო ქალაქ გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსი, 1992 წლიდან 1994 წლამდე კი ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკს მეთაურობდა. 1992 წლიდან იბრძოდა აფხაზეთის ომში. 1994-1995 წლებში იგი ეროვნული გვარდიის მთავარ სამმართველოს შტაბს ხელმძღვანელობდა. 1995 წელს პირველი საარტილერო ბრიგადის მეთაური გახდა. დევი ჭანკოტაძის სახელს უკავშირდება 1995 წელს პირველი საარტილერიო ბრიგადის მეთაურობა, 1996-1999 წლებში მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადას, თვითონ არტილერიას კი 1999-2000 წლებში ხელმძღვანელობდა. 2001 წელს განათლება მიიღო ჩინეთის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე 2000-2004 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე გახლდათ. 2004 წლიდან 2005 წლამდე კი, იგი სამხედრო წარმომადგენელი იყო დსთ-ს ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში. 2007 წელს იგი დაინიშნა სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ. 2009 წლის 5 მარტიდან, 2012 წლის 8 ოქტომბრამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის უფროსი. გენერალი ჭანკოტაძე 2020 წელს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გახდა და წარდგენილია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძეს მიღებული აქვს შემდეგი ორდენები:
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
ღირსების ორდენი

გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძეს მიღებული აქვს შემდეგი მედლები:
მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის" (I ხარისხი)
მედალი "სამშობლოს თავდადებული"
მედალი "გენერალი კვინიტაძე"
მედალი "გენერალი მაზნიაშვილი"
მედალი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი"